გეთსამანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეთსამანია - ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქ. მცხეთის დასავლეთ ნაწილში, თბილის-მცხეთის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ბექობზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია ნაგებია ქვიშაქვის არათანაბარი დიდი კვადრებით. შემორჩენილია მხოლოღ აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდი (სიღრმე 1,85 მ, კედლის სისქე 0,65 მ). აფსიდის ღერძზე ერთი ფართო სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით ოთხკუთხა ნიშია. შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა (შემორჩენილია წირთხჰის ქვები).

ეკლესიის ირგვლივ XVIII-XIX საუკუნეების საფლავის ქვებია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები