გეზენკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეზენკი – მიწისქვეშა შვეული გვირაბი, რომელიც უშუალოდ მიწის ზედაპირზე არ გამოდის. ზოგჯერ გეზენკი დახრილ მდგომარეობაში გაჰყავთ. იყენებენ სასარგებლო წიაღისეულის ჩასაშვებად ზედა ჰორიზონტიდან ქვედა ჰორიზონტამდე, აგრეთვე სავენტილაციოდ და მომუშავეთა მიმოსვლისათვის. გეზენკი შახტაში აერთებს სხვადასხვა საფეხურს. გეზენკში მუშაობა სახიფათო სამუშაოებს განეკუთვნება.