გეგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეგი – (ინგლ. geg – ალიკაპი, პირში ჩასაჩრელი ჩვარი; გადატ. მნიშვნ. „ნათავისარი“) თეატრალური ტერმინი, რომელიც წარმოიშვა ინგლისურ თეატრში XIX საუკუნის შუა წლებში. გეგი ეწოდებოდა ფრაზას, საოხუნჯო ჩანართს, ნათავისარ სიტყვას ან მოქმედებას, რომელსაც მსახიობი გაითამაშებდა ან წარმოთქვამდა იმპროვიზაციულად. მუნჯი კინოს პერიოდში გეგი შეარქვეს კომიკურ ტრიუკებს, რომლებიც ფართოდ იყო გამოყენებული კომიკურ სცენებში და არც-თუ იშვიათად, ჩასმული ეპიზოდის ხასიათს ატარებდა.