გაქვავებული გამოთქმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„გაქვავებული გამოთქმები“ფოლკლორში, შემონახულია ბევრი ისეთი სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომლის აზრი ამჟამად გაუგებარია. ასეთი სიტყვები მეტწილად, რეფრენისა და მისამღერების სახით შემორჩა ხალხურ ლექს-სიმღერებს. ასეთია, სვანური „ბაილ ილბა, ილბა ბაილ“; ქართულ სიმღერებში გავრცელებული რეფრენები — „ლისიმ დალალეო“, „დელა ოდელა, „არი არალე“ და მრავალი სხვა. ზოგი მათგანი, შესაძლოა, თავიდანვე ალოგიურ ფრაზას წარმოადგენდა, მაგრამ ნაწილი რომ ნამდვილად ჩვეულებრივი სასაუბრო სიტყვები იყო, ამას ადასტურებს ზოგიერთი რეფრენის გაშიფრვა. ასე, დადასტურდა, რომ ქართულ რეფრენებში არაიშვიათად გვხვდება ურარტული წარმოშობის სიტყვები „ივრი არალე“ ნიშნავს „ღმერთო არალე“-ს, „თარი არალე“ – „დიდო არალე, „არალე“ აქ ღვთაების სახელია, ასეთივეა რეფრენის „არი არალე"-ს მნიშვნელობა. „არი“, ნიშნავს „მომეც“, მთელი ფრაზა კი ღმერთისადმი მიმართვას წარმოადგენს! „მომეც, (წყალობა) ღმერთო არალე“. სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობის დაბუნდოვნებისა და დაჩრდილვის ნიადაგზე წარმოშობილი „გაქვავებული გამოთქმები“ ახლა ერთგვარ პოეტურ სამკაულად გვევლინება ლექსებსა და სიმღერებში.


ლიტერატურა

  • გ. მელიქიშვილი, ურარტუ, 1951, გვ. 144–45;
  • ა. სვანიძე, შესავალი ალაროდიელ ტომთა ისტორიისა, უნიეერსიტ. შრ., 1936, III, გვ. 302-304;
  • ჯ. ბარდაველიძე, ქართული ხალხური ლექსწყობის საკითხები, 1960.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები