გარსევანიშვილების კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარსევანიშვილების კოშკი - არქიტექტურული ძეგლი დგას საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ თედოწმინდას ცენტრში. თარიღდება XVIII საუკუნით.

აღწერილობა

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული, მეორე და მესამე სართულების დასავლეთ მხარის ნაწილი. პირველ სართულს ერთი კარი (სამხრეთ-დასავლეთით) და ოთხი სარკმელი აქვს. მეორე სართულის კედელში ოთხი სათოფურია. პირველსა და მეორე სართულს გუმბათოვანი გადახურვა ჰქონია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები