გარმონიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გარმონი

გარმონი, გარმონიკა - (რუს. гармонь, гармонишка ხმაშეწყობილი, ჰარმონიული ბერძნ. harmonikos ხმაშეწყობილი, ჰარმონიული) ენაკიანი მუსიკალური საკრავი, რომლის ლითონის ენაკების რხევას იწვევს გაწელვა-შეკუმშვის შედეგად წარმოქმნილი ჰაერის ჭავლი.

ხელის პირველი ჰარმონიკა შექმნა გერმანელმა ოსტატმა კ. ფ. ლ. ბუშმანმა 1822. გარმონის უამრავი ნაირსახეობა ძირითადად ორ ტიპად იყოფა. პირველი ტიპის საკრავთა გაწელვა-შეკუმშვის დროს ყოველი ღილაკი სხვადასხვა სიმაღლის ბგერას გამოსცემს. მეორე ტიპის გარმონების გაწელვა-შეკუმშვის დროს ბგერის სიმაღლე არ იცვლება. რუსეთში გარმონი ყველაზე მეტად გავრცელებული საკრავია. მისი წარმოება დაიწყო XIX ს. 30-40-იან წლებში (ტულა).




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები