გარბანის მინდვრის წმინდა გიორგის ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარბანის მინდვრის წმ. გიორგის ხატი - მდებარეობს სოფელ გარბანში (სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია) წმინდა გიორგის ეკლესიის დასავლეთით ხატია ფიქლის დიდი ნათალი ქვის მშრალი წყობით ნაშენი და კირით შეთეთრებული კედელია. ზემოდან დევს დიდი ზომის ფიქლის ოთხკუთხა ქვა, რომელზეც დადგმულია ქვის ჯვარი გველეშაპთან მებრძოლი წმ. გიორგის გამოსახულებით. კომპოზიციის ზემოთ მოჩუქურთმებული თაღოვანი არშიაა, არშიის ზემოთ კი ჯვარი. კედელს ებჯინება მშრალად ნაგები და შეთეთრებული მეორე კედელი, რომელსაც ზემოდან ადევს ფიქლის ქვა. კედლის დასავლეთით პირუტყვის „სასაკლაოა“ – მოზრდილი, სწორკუთხა ქვა შუაში მრგვალი ღრმულით. აღმოსავლეთით, ხატის კედლის გასწვრივ, მოწყობილია საუფროსო. ხატის გვერდით გეგმით ოთხკუთხა საჯარეა. იგი ნაგებია დიდი, ნაწილობრივ დამუშავებული ქვით. წყობა მშრალია. შენობას დასავლეთის მხარე ღია აქვს. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია ოთხკუთხა სარკმელი, რომლის ქვემოთ ორი პატარა ნიშია. სარკმლის წინ მოწყობილია კერა. საჯარის შიგნით ქვის მაგიდა და სკამებია. საჯარე გადახურულია თუნუქით.

ხატის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ტოლმკლავებიანი, კირით შეთეთრებული ქვის ჯვარი დგას.



ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები