გაოციანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაოციანი – ერთ-ერთი ტიპური მუსიკალური სტილი, რომელიც გამოიყენება ჩინურ კლასიკურ თეატრში. ჩაისახა XII–XIII ს. გაოციანისათვის დამახასიათებელია ვოკალური პარტიების შესრულება სამუსიკო საკრავის თანხლების გარეშე (მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, კულმინაციის მომენტში, ჟღერენ თეფშები „ლო“ და დოლი „გუ“). კუპლეტის (ან არიის) ბოლოს, სცენაზე მყოფ სოლისტს მისამღერს უკეთებს ქორო, რომელიც სცენის უკან იმყოფება. გაოციანის სტილის პარტიები იმღერება რეჩიტატივით და აღიქმება როგორც თავისებური დეკლამაცია, ჩვეულებრივი ლაპარაკის მაგვარი.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები