განძანის ეკლესიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განძანის ეკლესიები – დარბაზული ეკლესიები (XIII-XIV ს.) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფ. განძანში.
ერთი ეკლესია მოპირკეთებულია მოწითალო ფერის სუფთად გათლილი ბაზალტით,ხოლო მეორე ნაგებია მოწითალო ფერის ანდეზიტური ტუფით. შემორჩენილია ჩუქურთმები და ძველი ლაპიდარული წარწერები. მოხსენიებულია გიორგი ბრწყინვალე.
განძანის მიდამოებშია აგრეთვე ნათლისმცემლის ეკლესია (განვ. შუა სს.), ეკლესია (X-XI სს.), ეკლესია (განვ. შუა სს.). ეს უკანასკნელი მდებარეობს სასაფლაოზე და შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები.