განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები - მოსწავლეები, ხშირად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლობენ, რადგანაც განსაკუთრებული და სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში ინკლუზიური განათლების ერთერთი მთავარი ამოცანაა.