განივი მასშტაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განივი მასშტაბი – (diagonal scale, transversal scale), სიგრძის გასაზომი გრაფიკული მასშტაბი, იძლევა გეგმაზე ან რუკაზე მანძილების გრაფიკული სიზუსტით განსაზღვრის და წერტილთა კოორდინატების გრაფიკული სიზუსტით დატანის საშუალებას. გრავირებულია ლითონის ფირფიტაზე. ფუძის 2 სმ დაყოფილია 10 ნაწილად. თითოეული დანაყოფი 2 მმ-ია. განივი მასშტაბი მზომი ფარგლის გამოყენებით შესაძლებლობას იძლევა გაზომვები ჩატარდეს 0,1 მმ-ის სიზუსტით.