განიერფირფიტიანი უდემანსიელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Udemasniela.PNG

განიერფირფიტიანი უდემანსიელა (ლათ. Oudemansiella platyphylla (Fr.) Moser. რუს. Денежка широкопластинчая)

ქუდი – 5-15 სმ დიამეტრისაა, ბრტყლად ამოზნექილი, განიერი ბორცვაკით, დამსკდარი ზედაპირით, ტიტველი ან რადიალურად ბოჭკოვანი, მონაცრისფრო-ყავისფერი. ფირფიტები ოდნავ შეზრდილი, თითქმის თავისუფალი, განიერი, მოთეთრო.

ფეხი – 7-12 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, ბოჭკოვან-ხრტილოვანი, ძირში მთავრდება რიზოიდებით, თეთრია ნაცრისფრამდე.

რბილობი – თეთრია, განსაკუთრებული გემოს გარეშე.

სპორები – სფეროსებრი, უფერული, 7-8X6-7 მკმ.

იზრდება დამპალ ხეებზე და მათ ახლოს, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. გამოიყენება საჭმელად ახალი, მხოლოდ ქუდი.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები