განვითარების სპეციფიკური აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განვითარების სპეციფიკური აშლილობები - ორივე კლასიფიკაციაში (ICD-10 და DSM-IV) შესულია განვითარების სპეციფიკური აშლილობები. ესაა განვითარების შეფერხებები, რომლებიც გამოწვეული არ არის სხვა აშლილობებით ან სწავლის საშუალების არარსებობით (იხ. ცხრილი). დღემდე საკამათოა, რამდენად შეიძლება ეს მდგომარეობები მიჩნეული იქნეს ფსიქიკურ აშლილობებად, ვინაიდან ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს სხვა ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ. მეათე გადასინჯვაში განვითარების სპეციფიკური აშლილობები გაყოფილია სასკოლო ჩვევებისა და მოტორული ფუნქციის განვითარებასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ აშლილობებად. DSM-IV ამავე მდგომარეობებს ეწოდება სწავლის, კომუნიკაციისა და მოტორული უნარების აშლილობები.

სასკოლო ჩვევების განვითარებასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ აშლილობებში გამოყოფილია კითხვის, მართლწერისა და არითმეტიკული ოპერაციების წარმოების სპეციფიკური აშლილობები, ხოლო DSM-IV მათ, შესაბამისად, ეწოდებათ კითხვის, წერისა და მათემატიკური უნარების აშლილობა.

ფსიქოლოგიური განვითარების სპეციფიკური აშლილობები

DSM -IV ICD-10
სწავლის აშლილობები სასკოლო ჩვევების განვითარებასთან დაკავშირებული სპეციფიკური აშლილობები
კითხვის აშლილობები კითხვის სპეციფიკური აშლილობა
წერითი მეტყველების აშლილობები მართლწერის სპეციფიკური აშლილობა
მათემატიკური უნარების აშლილობები არითმეტიკული ოპერაციების წარმოების სპეციფიკური აშლილობები
სასკოლო ჩვევების შერეული აშლილობები
კომუნიკაციური აშლილობები ენისა და მეტყველების სპეციფიკური აშლილობები
ფონოლოგიური აშლილობები მეტყველების არტიკულაციის სპეციფიკური აშლილობები
ექსპრესიული მეტყველების აშლილობა ექსპრესიული მეტყველების აშლილობა
შერეული რეცეფციულ-ექსპრესიული მეტყველების აშლილობა რეცეფციულ მეტყველების აშლილობა
+ენაბლუობა ეპილეფსიით შეძენილი აფაზია* (ენაბლუობა)
კოორდინაციის განვითარების აშლილობები მოტორული ფუნქციების განვითარების სპეციფიკური აშლილობები
  • DSM-IV-ში ეპილეფსიით შეძენილი აფაზია კლასიფიცირებულია, როგორც შეძენილი რეცეფციულ-ექსპრესიული მეტყველებისაშლილობა

+ენაბლუობა იმდენად ზოგადია, რომ იხმარება აშლილობის გარეშე

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები