გამწოვი კამერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამწოვი კამერაგამწოვი ვენტილაციის სისტემის მთავარი ელემენტი, რომელიც შედგება ელექტროძრავიანი ვენტილატორისა და მილების (არხების) სისტემისაგან. ყენდება ძირითადად სხვენში. ნამუშევარი ჰაერი გამწოვი შახტების მეშვეობით გაიტყორცნება ბურულის ზევით (გატყორცნის სიჩქარეა 1,5-6 მ/წმ); მოქმედების რადიუსია 30-40 მ; დიდ შენობებში მისი სიგრძე შეიძლება იყოს 100 მ-მდე. გამოიყენება ადამიანთა თავშეყრის ადგილებში (თეატრი, კინოდარბაზი, სპორტის სასახლე, აუდიტორია და მისთ.), მავნე აირების დიდი კონცენტრაციის საწარმოებში, ცემენტის, ბეტონის, ქიმიურ და მეტალურგიულ ქარხნებში, ხის გადამამუშავებელ კომბინატებში, წიაღისეულის მომპოვებელ შახტებში, სატრანსპორტო გვირაბებსა და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები