გამნათებელი აპარატურა (კინო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამნათებელი აპარატურა – ელექტრული გამნათებელი მოწყობილობების კომპლექტი, რომელიც იხმარება კინოგადაღების ობიექტების გასანათებლად. ოპერატორული განათების მხატვრული გადაწყვეტის შესაბამისად გამნათებელი აპარატურით (მისი მოწყობილობით) შესაძლებელია სხივის კუთხის შეცვლა, სინათლის ძალის გაძლიერება თუ შესუსტება, სინათლის ლაქის ფორმის ცვალებადობა. გამნათებელი აპარატურა განსხვავდება აგრეთვე შუქის სპექტრული შემადგენლობით.