გალისხევის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გალისხევის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გალისხევის სამხრეთ-დასავლეთით 7 კილომეტრზე, მთის წვერზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6 X 3,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად ჩანგრეულია კამარა და კონქი, ჩამორეცხილია შელესილობა. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტავრით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი და გარედან ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. მინაშენის შესასვლელი (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილები) სამხრეთითაა, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ეკლესიას სამხრით და აღმოსავლეთით მცირე ზომის ხელოვნური ბაქანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, კედლის გასამაგრებლად, მიშენებულია ოვალური კონტრფორსი.

ბიბლიოგრაფია

  • სკრის ხეობა. გალისხევის ეკლესია //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.85.
  • მოკლე ცნობა ნასოფლარ გალისხევის თავში ფიქალი ქვით ნაგები ძლიერ დაზიანებული ეკლესიისა და გალავნის შესახებ.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები