გაეინგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გორა, გაეინგი - სიმებიანი საწკმეტი საკრავი, მშვილდის ნაირსახეობა. გამოიყენება სამხრეთ აფრიკის ხალხების მიერ. წარმოადგენს ბამბუკის მოღუნულ წნელს, რომლის ბოლოებს შორის დაჭიმულია წელებისაგან დამზადებული სიმი. ბგერა მიიღება წვეტიანი ჯოხის გამოკვრით სიმზე.