გადაწვა (სასაუბრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადაწვა - (burnout), საუბარში გამოყენებული თანამედროვე ტერმინი, ფიზიკური, ემოციური და მოტივაციური გამოფიტვის აღსანიშნავად. ხასიათდება შრომის პროდუქტიულობის დაქვეითებით, დაღლილობით, უძილობით, სომატური დაავადებების მომატებული მიმღებლობით, აგრეთვე, დროებითი შემსუბუქების მიზნით, ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით, რასაც, უმრავლეს შემთხვევაში, მოსდევს ფიზიოლოგიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და სუიციდური ქცევა ეს ჩრდილოამერიკული სინდრომი ჩვეულებრივ ფასდება, როგორც დაუნდობელ საწარმოო და ემოციურ მოთხოვნებზე სტრეს-რეაქცია, რაც გამოწვეულია ადამიანის ზედმეტი ერთგულებით თავისი საქმისადმი, რასაც თან ახლავს ოჯახური ცხოვრებისა და დასვენების უგულებელყოფა.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები