გადასაპირებელი თამასუქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადასაპირებელი თამასუქი (ტრატა) - (bill of exchange, draft) ბრძანება კონკრეტული პირის (მევალის) მიმართ მესამე პირისათვის (რემიტენტისათვის) გარკვეულ დროში განსაზღვრული თანხის გადახდის შესახებ. იგი შეიძლება გადავიდეს ხელიდან ხელში გადაცემის წარწერის (თამასუქზე წარწერის) მეშვეობით.

გადასაპირებელი თამასუქი მოიცავს:

  1. ტექსტში ჩართულ სიტყვას „თამასუქი”, შეტანილს იმ ენაზე, რომელზეც თვით დოკუმენტია შედგენილი;
  2. დაპირებას განსაზღვრული თანხის გადახდის შესახებ, რაც არაფრით არ არის შეპირობებული;
  3. გადამხდელის ვინაობას;
  4. გადახდის ვადის მითითებას;
  5. იმ ადგილის აღნიშვნას, სადაც თანხა უნდა გადაიხადონ;
  6. იმ პირის დასახ დასახელებას, ვისთვის ან ვისი ბრძანებითაც უნდა გადაიხადონ ფული;
  7. თამასუქის შედგენის თარიღისა და ადგილის მითითებას;

თამასუქის გამცემი პირის ხელის მოწერას. მარტივი თამასუქისაგან განსხვავებით, გადასაპირებელ თამასუქში მითითებულია გადამხდელის ვინაობა. გადასაპირებელ თამასუქს გამოწერს და ხელს აწერს კრედიტორი.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები