გაბური ბესარიონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბური ბესარიონ − (1889 − 1953), ნამდვილი გვარ-სახელი − გიორგი აბაისძე. ფსევდონიმები: არხოტიონი, ბალახურისძე. დაიბადა სოფელ სამგორში (გარდაბანი). იყო მელექსე, მთქმელი, ზეპირსიტყვიერების შემკრები. ცხოვრობდა ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ჭიმღაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დაიჭრა და დიდხანს იყო პეტერბურგსა და იურიევში. მან თავი მოუყარა ხევსურულ ფოლკლორულ მასალას, რომელიც გაბაურის ლექსებთან ერთად, 1925 წელს „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეულში” (I-II) გამოაქვეყნა აკაკი შანიძემ. მანანა გაბურმა 2009 წელს გამოსცა წიგნი − „ბესარიონ გაბურის ცხოვრება, შემკრებლობითი მუშაობა და შემოქმედება”


სალდათში მიმავალის ნათქვამი
აბეჩავ არხოტიონო,
დროებამ ჩამოგიარა!
ცხენო, მიყვარდი, ტიალო,
მალეო, გულთი მხრიანო,
ხელში ნაჭერო მათრახო,
მემრ ყანწო არაყიანო!
აწ სად ხარ, ხევსურისშვილო,
გუნებით ღალატიანო?

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები