ბხასკარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბხასკარა (1114 – ≈1185) − ინდოელი მათემატიკოსი და ასტრონომი; ავტორი ნაშრომისა: „სწავლების გვირგვინი“, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ალგებრული ამოცანის ამოხსნას, მოგვცა ფესვის ამოღების ხერხები; მიუთითა დადებითი რიცხვიდან კვადრატული ფესვის ორ მნიშვნელობაზე; ჩამოაყალიბა უარყოფით რიცხვებზე მოქმედების ყველა წესი და საგანგებოდ აღნიშნა, რომ კვადრატულ ფესვს უარყოფითი რიცხვიდან არა აქვს ნამდვილი მნიშვნელობა; კვადრატულ განტოლებას შეიძლება ჰქონდეს ორი ფესვი. მათემატიკური ტრაქტატი „ლილავატი“ (მიძღვნილი მისი მეუღლის ან ქალიშვილისადმი) შეიცავს ცნობებს არითმეტიკიდან. გეომეტრიიდან, ალგებრიდან.