ბუჰუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუჰუ (ლეზგ. Буьгьуь) – დაღესტნური (ლეზგიური) პანდემონიუმის ტერიომორფული არსება დიდი რქებით, ყურებითა და კუდით. წარმოდგენები მსგავს არსებაზე, რომლითაც ბავშვებს აშინებენ, გავრცელებულია არამარტო ლეზგებში, არამედ ავარელებსა და ყუმიკებში.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ლეზგიური ტერმინი „ბუჰუ“ მომდინარებს ძველთურქული ენიდან, საიდანაც მან თურქების მეშვეობით რუსულ ენაშიც შეაღწია. როგორც ჩანს, ლეზგებში „ბუჰუ“ ტერმინის არსებობა და ამ სიტყვით აღნიშნული დემონის შესახებ რწმენა თურქული გავლენით უნდა აიხსნას.


ლიტერატურა

Гаджиев Г. А. Мифические персонажи и их названия у лезгин // Отраслевая лексика дагестанских языков. Материалы и исследования. Махачкала, 1984.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები