ბურჭულაძე ნემო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნემო ბურჭულაძე – დაიბადა 1946 წლის 23 თებერვალს კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში. — პედაგოგი, პოლიტიკოსი.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი (1972).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა საინჟინრო-საპროექტო და პედაგოგიურ საქმიანობას (1972-90).
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).