ბურლეტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბურლეტა – (იტ. burletta, < burla – ხუმრობა) - ტერმინი, რომელიც იხმარებოდა ინგლისში XIX საუკუნის I ნახევრიდან იმ სპექტაკლებთან მიმართებაში, რომელშიც გაერთიანებული იყო ოპერის, ბურლესკისა და პანტომიმის ელემენტები. ბურლეტა ინგლისში გადავიდა საფრანგეთიდან და იქცა გარდამავალ ჟანრად კომიკურ და ბალადურ ოპერას შორის.