ბუნებრივი აირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუნებრივი აირი (გაზი)

  1. საწვავი ნახშირწყალბადების (მეთანი 92-98% და მისი ჯგუფის აირები, ნაჯერი ნახშირწყალბადები) და არასაწვავი აირების ნარევი, რომელიც მოიპოვება მიწის წიაღიდან, მომზადებულია შორეული ტრანსპორტირებისათვის, გამოიყენება სათბობად ან ნედლეულად და აქვს თბოუნარიანობა სულ ცოტა 31,8 მეგჯ/მ3 (7600 კკალ/მ3);
  2. აირი, რომელიც სამთო ქანებისა და მათში არსებული მინერალური მარცვლების ფორებსა და სიცარიელეებს ავსებს. გვხვდება დედამიწის ქერქში თავისუფალ მდგომარეობაში, აგრეთვე ხელსაყრელი პირობების დროს წარმოქმნის მსხვილ აიროვან დაგროვებებს თხევადი სახით წყალში და ნავთობში. ბუნებრივი აირი საბადოებში ძირითადად შედგება მეთანისაგან, ხოლო ნავთობ და აირკონდენსატურ საბადოებში მეთანის გარდა, შეიცავს უფრო მძიმე ნახშირწყალბადებს (პროპანი, ეთანი, ბუტანი, პენტანი). აირის საბადოების დამუშავებას აწარმოებს გაზის სარეწები – მრეწველობა, რომელიც წარმოადგენს რთულ, დიდ ტერიტორიაზე განლაგებულ მეურნეობას. საშუალო მასშტაბის გაზის სარეწებისათვის არსებობს ათეულობით ჭაბურღილები, რომლებიც ასეულობით კვ.მ. ტერიტორიაზეა განლაგებული. ხშირად გამოიყენება ჭაბურღილების ჯგუფური განლაგება, რომლის დროსაც გაადვილებულია მათი მომსახურება, შესაძლებელია შეგროვების, აღრიცხვისა და პროდუქციის დამუშავების პროცესების კომპლექსური ავტომატიზაცია.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები