ბულდოზერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბულდოზერი

ბულდოზერი – მიწისმთხრელი სატრანსპორტო მანქანა. წარმოადგენს საკიდ მოწყობილობას დანიანი ფარის სახით მუხლუხა ტრაქტორებზე ან თვლიან გამწეებზე და როგორც საცვლელი სამუშაო ორგანო, გამოიყენება ავტოგრეიდერებზე, ექსკავატორებზე და სხვა საგზაო-სამშენებლო მანქანებზე. განასხვავებენ საერთო დანიშნულების და სპეციალურ ბულდოზერს სავალი ნაწილის მიხედვით არის მუხლუხა და თვლებიანი. ფარის კონსტრუქციის მიხედვით – მობრუნებადი და არამობრუნებადი. მობრუნებად ფარიან (ვერტიკალურ სიბრტყეში 80-მდე, ჰორიზონტალურ სიბრტყეში 60°-მდე) ბულდოზერს უწოდებენ უნივერსალურს. მართვის სისტემის მიხედვით არის ბაგირული და ჰიდრავლიკური. ბულდოზერი მოჭრილ გრუნტს გადაადგილებს 200 მ-მდე მანძილზე. გამოიყენება ძირითადად მოსასწორებელ სამუშაოებზე, ტრანშეების ამოსავსებად, მცირე თხრილების მოსაწყობად, ინერტული საშენი მასალების დასატვირთად კონვეიერებზე. ბულდოზერი ერთ-ერთი პოპულარული საგზაო მანქანაა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები