ბრუსტვერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბრუსტვერი – (გერმ. brust მკერდი და wehr დაცვა), საფორტიფიკაციო თავდაცვითი ნაგებობის (სანგრის, ტრანშეის) ნაწილი, რომელიც მცირე მიწაყრილს წარმოადგენს. ბრუსტვერს ქმნიან იმისათვის, რომ მოხერხებულად ისროლონ ხელის იარაღით, თავი დაიფარონ ტყვიისაგან და დაემალონ მოწინააღმდეგეს.