ბრტყელი ამოცანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრტყელი ამოცანა – სახელწოდება მათემატიკური ფიზიკის ამოცანათა კლასისა, რომელსაც იყენებენ შემდეგ შემთხვევებში:

ა) როდესაც შესწავლილი მოვლენის სურათი ერთი და იგივეა ყველა სიბრტყეში, რომელიც რომელიღაც სიბრტყის პარალელურია;
ბ) როცა ერთ-ერთი განზომილების უგულებელყოფით ამოცანა დაიყვანება ორგანზომილებიანზე.

ბრტყელ ამოცანას ვხვდებით დრეკადობის თეორიაში, ჰიდრო- და აეროდინამიკაში.

დრეკადობის თეორიის ბრტყელი ამოცანა დაამუშავა რუსმა მათემატიკოსმა გ. კოლოსოვმა (1909). შემდგომ მისი იდეები გააღრმავა ნ. მუსხელიშვილმა ბრტყელი ამოცანის სრული თეორიის დამუშავება ქართული მათემატიკური სკოლის დიდი დამსახურებაა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები