ბრიტომარტისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრიტომარტისი(ბერძნ.) კრეტელი ქალღმერთი, მონადირეთა, მეთევზეთა და მესაზღვრეთა მფარველი. ზოგი ვერსიით, ნიმფა, ზევსის ასული, არტემისის საყვარელი თანამგზავრი.

ბრიტომარტისს კრეტის მეფე მინოსი სდევნიდა. ამის გამო იგი კლდიდან გადაეშვა ზღვაში, მაგრამ მებადურთა ბადეში აღმოჩნდა. მებადურებმა იგი ნაპირზე გამოიყვანეს და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნეს. ბრიტომარტისის მეორე სახელია დიქტინა, რაც ბერძნულად „ბადეს“ ნიშნავს.

ბრიტომარტისის კულტმა კრეტადან შეაღწია სპარტაში, კუნძულ ეგინასა (სადაც ბრიტომარტისს ერქვა აფეა) და ხმელთაშუა ზღვის სხვა კუნძულებზე. მოგვიანებით ბრიტომარტისს აიგივებდნენ არტემისთან და მასთან ერთად სცემდნენ თაყვანს, როგორც მთვარის ღვთაებას. ბრიტომარტისის ზღვაში გადავარდნასა და ბადეში გაბმით გადარჩენას უკავშირებდნენ მთვარის ამოსვლასა და ჩასვლას.

ბრიტომარტისს წარმოსახავდნენ (ძირითადად მონეტებზე) ახალგაზრდა ქალად. მოკლე სამონადირეო ქიტონით, დაფნის გვირგვინითა და ჩირაღდნით ხელში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები