ბრაქისტოქრონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრაქისტოქრონი (ბერძნ. brachistos - უმოკლესი, chronos - დრო) – უსწრაფესი დაშვების მრუდი. მისი მოძებნის ამოცანა დასვა გ. გალილეიმ, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:
Braqistoqroni.PNG
ვერტიკალურ სიბრტყეში მდებარე A და B წერტილების შემაერთებელ ბრტყელ წირებს შორის ვიპოვოთ ის, რომლის გასწვრივაც მხოლოდ სიმძიმის ძალის მოქმედებით ზედა A წერტილიდან უსაწყისო სიჩქარით მოძრავი ნივთიერი წერტილი უმოკლეს დროში მიაღწევს ქვედა B წერტილს (თუ A და B წერტილები არ მდებარეობენ ერთ ვერტიკალზე ან ერთ დონეზე).

ტერმინი „ბრაქისტოქრონი“ შემოიღო იოჰან ბერნულიმ, რომელმაც დასვა ბრაქისტოქრონის ამოცანა (1696). შემდეგ წელს ეს ამოცანა ამოხსნეს (აღმოაჩინეს ეს წირი – ციკლოიდი) ლაიბნიცმა, იაკობ ბერნულიმ, ლოპიტალმა და ინგლისელმა „უცნობმა“ მეცნიერმა, რომელშიც იოჰან ბერნულიმ შეიცნო ნიუტონი – „ლომი ბრჭყალებით იცნობა“ – თქვა მან.

ამ წირის აღმოჩენა საფუძვლად დაედო ვარიაციათა აღრიცხვის შექმნას და განვითარებას. ბრაქისტოქრონი წარმოადგენს ციკლოიდს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები