ბრაულოზი (ფუტკრის დაავადება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Braula.jpg

ბრაულოზი - ზრდადასრულებული ფუტკრის დაავადებაა. მისი გამომწვევი მწერი (ბრაულა, ფუტკრის ტილი) წაბლის ფერისაა, 1,33 მმ სიგრძითა და 1,1 მმ სიგანით. აქვს სამი წყვილი ფეხი. აპარატი მოწყობილი აქვს საწუწნავად. ფუტკრის ოჯახში ვითარდება სამი კვირის განმავლობაში. ბინადრობს ფუტკრის სხეულის ზედაპირზე: მკერდზე ან მუცელზე. აღიზიანებს რა დედა ფუტკრის ან მუშა ფუტკრის ტუჩს, იკვებება ფუტკრის საკვებით. გაღიზიანების პასუხად სათაფლე ჩიჩახვიდან ხორთუმზე გამოიყოფა საკვების წვეთი.

დაავადების ნიშნები - ფუტკარი უძლურდება, დედა კვერცხდებას ამცირებს, სუსტდება და შეიძლება დაიღუპოს. ძლიერი დაავადება ამცირებს ოჯახის პროდუქტიულობას. დიაგნოზს ადგენენ ფუტკარზე ბრაულას აღმოჩენისა და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.

ბრძოლის ღონისძიებები - საფუტკრეს ადებენ კარანტინს, ფუტკარს მკურნალობენ ფენოტიაზინით მთავარი ღალის დაწყებამდე. ფენოტიაზინის დოზისა და ფუტკრისათვის მის უვნებლობას წინასწარ ფუტკრის 2-3 ოჯახზე სინჯავენ. ოჯახებს უბოლებენ ფენოტიაზინის ბოლს: 3 გ ფენოტიაზინს (ორი ოჯახის დოზა) ათავსებენ საბოლებელში შეშის გავარვარებულ ნახშირზე და ოჯახებს ამუშავებენ მორუხო თეთრი კვამლის გამოჩენის შემდეგ. საფრენში შეჰყავთ კვამლის 30-40 ნაკადი 3 წამის ხანგრძლივობით ერთ ოჯახში და ამდენივე მეორეში, შემდეგ 20 ნაკადის რაოდენობით თითოეულ ოჯახში. ამუშავებენ 3 დღეს ზედიზედ, 10 დღის შემდეგ იმეორებენ მკურნალობის კურსს.

დამუშავების წინ, სკის ძირზე დებენ მცენარეული ზეთით გაჟღენთილ ქაღალდის ფურცელს, ჩამოცვივნული პარაზიტები რომ მიეწებონ და არ გაცოცდნენ დაცვივნულ პარაზიტებს სკის ძირიდან იღებენ და წვავენ.


წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები