ბოჭორიშვილი მაკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაკა ბოჭორიშვილი — დაიბადა 1978 წლის 15 აგვისტოს. – იურისტი
განათლება
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა
- საქართველოს დიპლომატიური აკადემია, სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობები/დიპლომატია
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი, ატაშე, II მდივანი (1999-2004)
- საქართველოს დიპლომატიური აკადემიის ლექტორი (2002-2005)
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, II მდივანი (2005-2009)
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის I მდივანი (2005-)
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობების სამმართველოს უფროსის (2009-2010)
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, მრჩეველი (2010-2014)
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (2014-2015)
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (2015-2017)
- საქმეთა დროებითი რწმუნებული (2017-2018)
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (2018-2020)
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (11-12-2020), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი (17-12-2020)
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენი (15-11-2013)