ბოსტაშვილი ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილ ბოსტაშვილი

ბოსტაშვილი ვასილ – (1973), პოეტი, მხატვარი, ისტორიკოსი. დაიბადა თბილისში. 1991-96 წლებში სწავლობდა არისტოტელს სახელობის ბერძნულ-ქართულ უნივერსიტეტში, შემდეგ სწავლა განაგრძო თსუ-ს ასპირანტურაში, ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრაზე. გამოცემული აქვს სამი კრებული: „მწუხარე ეკლესია”, „მონატრებისფერი ღამე” და „ვარსკვლავეთი”.


* * *
ვიგრძენი წვიმის შრიალი,
ტყეში რომ იცის ისეთი,
სიღრმე უჩუმარ სიჩუმის,
ხმა უცნაური სიმღერის...
ზეცა ავივსე ტრფიალით,
წვიმამ რომ იცის იმ სევდით,
უსიხარულო სიხარულს,
უსიმღერობით ვიმღერდი...
ცრემლებით სავსე ლამაზმანს
მე უგზო-უკვალოდ მივსდევდი,
მივსდევდი, მაგრამ დაწევნას
ნამდვილად არ ვაპირებდი...
და სიშორიდან მის ასეთ
შორეულობას ვითმენდი,
მსიამოვნებდა გალუმპულს
ყოფნა უსაზღვრო იმედით..

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები