ბოსლების სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოსლების სამების ეკლესია

ბოსლების სამების ტაძარი − (XIII ს. ნახ.), დგას სოფ. ბოსლების მახლობლად (დმანისის მუნიციპალიტეტი, დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია).

ბოსლების სამების ტაძარი არის ორ საფეხურად განლაგებულ ცოკოლზე აღმართული დარბაზული ტიპის ერთნავიანი ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთიდან ეკვრის ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ეკვდერი, დასავლეთ მხრიდან შესასვლელი კარით. ტაძარი დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლები. ბოსლების სამების ტაძარი შიგნით და გარედანაც შემოსილი იყო მომწვანო ფერის სუფთად გათლილი ქვის პერანგით. ტაძრის ფასადები უხვად ყოფილა მოჩუქურთმებული. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია აჟურულთაღებიანი სამკუთხა ნიშები, სარკმლებს ჩუქურთმებიანი საპირეები ამკობდა. ტაძარი ნათდებოდა ხუთი სარკმლის მეშვეობით. მოგვიანებით შელესილ კედლებს ატყვია მოხატულობის კვალი.

ნ. ანდღულაძე

ლიტერატურა

მუსხელიშვილი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბ., 1941.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები