ბორპლასტიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორპლასტიკის რულონი

ბორპლასტიკიკომპოზიტური მასალა, რომელშიც შემავსებლად გამოყენებულია ბორის ბოჭკოები, ჩანერგილი თერმორეაქტიულ პოლიმერულ მატრიცაში. ეს ბოჭკოები შეიძლება იყოს მონოძაფის ან ჩალიჩის სახით, რომელიც გადახლართულია მინის ბოჭკოებით ან ლენტით, რომელშიც ბორის ძაფები გადახლართულია სხვა ძაფებით. ასეთი ძაფების დიდი სიმტკიცის გამო, მიღებული მასალა გამოირჩევა მაღალი მექანიკური თვისებებით (ბორის ბოჭკობს აქვთ ძალიან მაღალი სიმტკიცე კუმშვისას შედარებით სხვა მასალის ბოჭკოებთან) და მედეგობით აგრესიული გარემოს მიმართ, თუმცა დიდი სიმყიფის გამო ძნელდება მისი დამუშავება და, შესაბამისად, რთული ფორმის ნაკეთობების დამზადება. გარდა აღნიშნულისა, ბორის ბოჭკოების გამოყენება ჩვეულებრივ კონსტრუქციებში შეზღუდულია დიდი ფასის გამო (დაახლოებით 400 ამერიკული დოლარი 1 კგ – 2018 წლის ფასებით). ბორპლასტიკებს უმეტესად იყენებენ საავიაციო და კოსმოსურ ტექნიკაში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები