ბორიაში ოხვამერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბორიაში ოხვამერი (მეგრ.) – „ქარის სალოცავი“; ასრულებდნენ სიმინდის სიმწიფეში შესვლის დროს, რათა ტაროიანი მცენარე ქარს არ დაემტვრია. საამისოდ ოჯახის უფროსი მამაკაცი დაკლავდა წიწილს და თავად შეწვავდა. ამ შესაწირს ყანაში წაიღებდა და ღმერთს ქარისგან სიმინდის დაცვას შეევედრებოდა. დასასრულს, წიწილს იქვე მარტო შეჭამდა.
ლიტერატურა
ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1941, გვ. 331.