ბორდენი გეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეილ ბორდენი

გეილ ბორდენი - (ინგლ. Gale Borden, 9 ნოემბერი, 1801 – 11 იანვარი, 1874), ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი, ცნობილია, როგორც შედედებული რძის გამომგონებელი.

შეამოკლეთ თქვენი ქადაგებანი, ლაკონიურად გამოხატეთ აზრები. მსოფლიო იცვლება, იცვლება შეკუმშვის მიმართულებებით. შეყვარებულებიც კი აღარ წერენ ლექსებს და მისთანა აბდა-უბდას. ისინი ყველა სათქმელის კონცენტრირებას ახდენენ და მას კოცნაში გამოხატავენ. იყო დრო, როცა კვებას ადამიანები საათებს ანდომებდნენ, მაგრამ ნაპოლეონი ამისთვის მხოლოდ 20 წუთს ხარჯავდა, მე თხუთმეტს ვხარჯავ. ადამიანებმა თითქოს დაკარგეს დროის ფლანგვის ჩვეულება” - ეს სიტყვები გეილ ბორდენს ეკუთვნის. ყველაფრის შეკუმშვის აუცილებლობამ მას პროდუქტების შედედების იდეა უკარნახა.


ბიოგრაფია

გეილ ბორდენი ნიუ-იორკის შტატში დაიბადა. მოგვიანებით ბორდენებმა უკეთესი ცხოვრების საძიებლად დასავლეთისკენ გასწიეს. სრულწლოვანი რომ გახდა, გეილმა მისისიპის შტატში მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, თუმცა ადმინისტრაციასთან უთანხმოების გამო, სკოლას მალე გამოეთხოვა და ტოპოგრაფიის დამოუკიდებლად შესწავლა დაიწყო. 1829 წელს ტეხასის შტატის დამფუძნებელმა, სახელგანთქმულმა სტივენ ფულერ ოსტინმა” (Steven Fuller Ostene) (შტატის დედაქალაქს მისი სახელი ჰქვია) გეილ ბორდენი ოფიციალურად დანიშნა ტოპოგრაფად. 1835 წელს, როცა შტატს პრესაც დასჭირდა, დაუღალავმა ბორდენმა მეგობართან ერთად ყოველდღიური გაზეთის “ტელეგრაფ ენდ ტექსეს რეჯისტერ”-ის” (Telegraph end Texas Register) გამოშვება დაიწყო. ტეხასში გამომავალი ათიოდე გაზეთიდან “ტექსეს რეჯისტერი” ყველაზე დღეგრძელი გამოდგა - მან ორ წელიწადს გაძლო. შემდეგ პროვინციული პრესის პრობლემებმა: მოსაწყენი სიახლეები, უინტერესო მასალები, მცირე მოგება - ბორდენი აიძულა, დამატებითი შემოსავლის წყაროც ეძებნა.

გორდენის გაზეთი ტეხასის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო გახდა. სწორედ მის დაზგაზე აეწყო პირველად ტეხასის დეკლარაცია.

ერთი წლის შემდეგ ბორდენი კუნძულ ჰალვესტონზე გადასახლდა, სადაც გადასახადთა ამკრებად მუშაობდა. ამავდროულად ხელისუფლებას ქუჩების დაგებასა და სახლების კეთილმოწყობაში ეხმარებოდა. მაგრამ რაც მთავარია, ბორდენი გამომგონებლობით იყო დაკავებული.

ყველაფერი გამოიგონა, რასაც სარგებლობისა და მოგების მოტანა შეეძლო. კერძოდ, მოძრავი საცურაო პავილიონი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქალბატონებს შორის, რადგან მათ ნებისმიერ ადგილას ბანაობის საშუალებას აძლევდა. ბორდენმა მეუღლეს საქორწინო საჩუქრადაც საკუთარი გამოგონება მიართვა, - მაგიდა მოძრავი ცენტრით, რომელიც ნებისმიერ ადგილას მჯდომი სტუმრისთვის სასურველ კერძს ხელმისაწვდომ სხდიდა.

ბოდენის შედედებული რძის რეკლამა.

ამ პერიოდში მისი ყველაზე ცნობილი გამოგონება აფრიანი ფურგონი იყო. მისი მეშვეობით სამოსახლოს მაძიებელს, როგორც ხმელეთის, ასევე წყლის გადალახვაც შეეძლო. ამ კონსტრუქციის დემონსტრირებისას ფურგონმა ყურის სიღრმეში შეცურდა, იქ კი მოულოდნელად გადატრიალდა. საბედნიეროდ არავინ დაღუპულა, მაგრამ მომავალი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ეს მშვენიერი პროექტი გაუქმდა.

ყველგანმავალი მანქანის გამოგონებიდან ბორდენი პროდუქტებზე გადაერთო. მას ერთი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ასეთი იდეა აეკვიატა: 1846 წელს 87 ახალმოსახლე სიერა ნევადის მთებში ძლიერ ქარბუქში მოყვა. ისინი რამდენიმე კვირა სრულ იზოლაციაში იყვნენ. მაშველებს ცოცხალი მხოლოდ 47 მათგანი დახვდათ - მათ დანარჩენები შეჭამეს.

პრაქტიკული ჭკუის ბორდენი ამ შემთხვევამ ზნეობრივ კანონებზე მეტად თანამემამულეთა გასაჭირზე დააფიქრა, იმ ახალმოსახლეებზე, რომლებიც მუდმივად მგზავრობდნენ. “შედედებული, კომპაქტური პროდუქტების დამზადება აუცილებელია და მომგებიანიც” - უმალ მიხვდა ბორდენი.

1850 წელს ბორდენმა გამოსცა წიგნი, რომელშიც შედედების მთელი ფილოსოფია ჩამოაყალიბა. ამ წიგნშივე ავტორმა მომხმარებელს ახალი გამოგონება - ”ხორცის ღვეზელი” წარუდგინა. მის რეკლამირებას ბორდენმა 6 წელი და თითქმის მთელი ქონება - 60 ათასი დოლარი მოახმარა, მაგრამ ამაოდ: ცოცხალი ხორცის გავლენიანმა მომწოდებლებმა პატიოსანი კონკურენცია არარეალური გახადეს. სხვა პრობლემებიც იყო. თავად გამომგონებლის აღიარებით, ღვეზელის მომზადება მხოლოდ მან იცოდა. მომხმარებელს კი პროდუქციის ცუდი გარეგნული სახე ხშირად აღიზიანებდა.

ექვსი წლის განმავლობაში, სანამ ბორდენი “ხორცის ღვეზელის” პოპულარობისთვის იბრძოდა, მან კიდევ ერთი პროდუქტი გამოიგონა: რძის შედედების კიდევ ერთ რეცეპტს მიაგნო.


ევროპაში რძის შედედება მანამდეც მრავალჯერ სცადეს, მაგრამ სრული ფიასკოს შემდეგ, ამ იდეაზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნიეს. საბედნიეროდ, ბორდენს ამის შესახებ არაფერი სმენოდა და ექსპერიმენტებს შეუდგა.

პირველად ბორდენი რძეს თავღია ქვაბში, ნახშირზე ადუღებდა, შემდეგ კი ყავისფერ შაქარს უმატებდა. მიღებული სითხე რამდენიმე თვე ინახებოდა, მაგრამ მისი სამომხმარებლო სახე არც ისე სახარბიელო იყო: პროდუქტს მუქი ფერი დაჰკრავდა და შავი ბადაგის სუნი ასდიოდა. ცხადი იყო, რომ არაფრად ვარგოდა. რამდენიმე თვის ძიების შემდეგ ბორდენმა რძის შედედება ჰერმეტულად დახურულ ქვაბში, ვაკუუმის პირობებში სცადა. ბორდენს აქაც მარცხი ელოდა. “ჭკვიანი ადამიანები” გამომგონებელს ურჩევდნენ, ფუჭი იდეისთვის თავი დაენებებინა.

ორწლიანმა ექსპერიმენტებმა უნაყოფოდ ჩაიარა. გამომგონებელს გამოსავალი ბანალურმა შემთხვევამ უკარნახა. ერთხელ მან თვალი მოჰკრა მზარეულს, რომელიც ქვაბს ცხიმს უსვამდა, რათა კერძი არ დამწვარიყო. ბორდენმაც იგივე ხერხი გამოიყენა და მიიღო პროდუქტი, რომელსაც დღეს მსოფლიო შედედებული რძის სახელით იცნობს.

ეს მეთოდი იმდენად მარტივი იყო, რომ ვაშინგტონის საპატენტო კომისიამ ბორდენის გამოგონება არცთუ იოლად აღიარა. უამრავი სქემის, წერილობითი ახსნა-განმარტების, რეკომენდაციის წარმოდგენისა და ცოტაოდენი ფულის ხარჯვის შემდეგ ბორდენმა ოფიციალური პირები დაარწმუნა, რომ მან არსებითად ახალი მეთოდი - ვაკუუმში რძის გამოხდა გამოიგონა.

შედედებულმა რძემ უმალ მოიპოვა კომერციული წარმატება და როგორც ამბობენ, კომპანიონის ძებნას ბორდენმა 5 წუთი და 5 ცენტი მოახმარა: ბორდენის შემთხვევითი თანამგზავრი, რომელსაც გამომგონებელი შედედებული რძითგ აუმასპინძლდა, მდიდარიკაცი - საბაკალეოპ როდუქტით მოვაჭრე და ნიუ-იორკში მაღაზიათა ქსელის მეპატრონეა ღმოჩნდა. ახალი პროდუქტის გემოთი მოხიბლულმა ბორდენს მყისვე კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.

1858 წელს ნიუ-იორკიდან 100 მილის მოშორებით ერთ-ერთ სოფელში შედედებული რძის პირველი ქარხანა ამუშავდა. ახალი პროდუქციის რეკლამა მომხმარებელს აუწყებდა, რომ შედედების შედეგად რძე ყელა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს და მას საუცხოო გემო აქვს.

შედედებულ ირძის პოპულარობას ნიუ-იორკში ატეხილმა სკანდალმაც შეუწყოხელი. ე. წ. “რძის შავმა ჭირმა” მომხმარებელთა დიდი აღშფოთება გამოიწვია. შაქმე იმაში იყო, რომ რძე, რომელიც ქალაქის დახლებზე იყიდებოდა, ცხიმს თითქმის არ შეიცავდა და უსიამოვნო მოლურჯო ფერი დაჰკრავდა. ამის მიზეზი კი ქალაქის სხვადასხვა ნარჩენებით დანაგვიანებული საძოვრები იყო. ნიუ-იორკელები ბავშვების სიკვდილიანობის ზრდას სწორედ ამ გარემოებას აბრალებდნენ.

ახალმა პროდუქტებმა ვითარება სრულიად შეცვალა. შედედებული რძით ვაჭრობამ ნიუ-იორკში არნახული მასშტაბები მიიღო. მომავალ კონკურენტებს რომ არ დაეჯაბნათ, ბორდენმა საკუთარ ქარხანაში რძის ხარისხ ზემკაცრი კონტროლი დააწესა. ფერმერულ მეურნეობებში გასაგზავნ ინსპექტორებს გამომგონებელი დაწვრილებით ინსტრუქციებს აძლევდა, თუ რა პირობები უნდა დაეცვა ფერმერს, რომ მისი რძე ბორდენის ქარხანას მიეღო. დამატებითი სიძნელეების მიუხედავად, ამ გზით ბორდენმა რძისმ წარმოებელი ფერმერი საბითუმო მოვაჭრედ გადააქცია.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები