ბონი (საწესო ხე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბონი („სწორი“) – მეგრული საწესო ხე – სიცოცხლის ხის ერთ-ერთი სახეობა; წარმოადგენდა სალოცავში მისატან 3-4 მ-ის სიგრძის იფნის, ცაცხვის ან ფიჭვის სწორსა და ლამაზ ხეს, წაწვეტებული ძირით. გარდა იმისა, რომ ხის ტანსა და ტოტებს ფერადი ლენტებით ამკობდნენ, ან ნაირი ფერის საღებავით აჭრელებდნენ, მის ტოტებზე ხილსა (ვაშლი, მსხალი, კომში, ბროწეული და სხვ.) და ტკბილეულს (უპირატესად კანფეტებსა და ჩურჩხელებს) ჰკიდებდნენ და საწირ-სანთლებს აკრავდნენ. ასე გაწყობილ ხეს, რომელიც სალოცავში რამდენიმე კაცს მიჰქონდა, ძირითადად წმ. გიორგის სწირავდნენ. ბონს ეკლესიის გარე კედელზე მიაყუდებდნენ, ილოცებდნენ და წმ. გიორგის მფარველობას შეთხოვდნენ. ხეს ხელს არავინ ახლებდა, ვიდრე არ გახმებოდა (გამხმარს დიაკვანი გადააგდებდა), მხოლოდ ღვთისმსახურნი ხილსა და ტბილეულს პერიოდულად ჩამოხსნიდნენ.


Logo1.JPG ბონი მრავალმნიშვნელოვანი

ლიტერატურა

  • ნ. ანთელავა. სამეგრელოს ექსპედიციის მასალები. რვ. № 19, გვ. 8 (ხელნაწერი ინახება ავტორთან); ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1941, გვ. 369.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები