ბოდვითი გუნებ-განწყობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოდვითი გუნებ-განწყობა - როდესაც ბოდვითი იდეა პირველად იჩენს თავს, პაციენტი ამ ფაქტზე ემოციურად რეაგირებს. მაგ., პიროვნება, რომელსაც სჯერა, რომ ადამიანების ჯგუფს მისი მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, ჩვეულებრივ შიშს განიცდის. ზოგჯერ ბოდვას წინ უძღვის გუნებ-განწყობის შეცვლა. ასეთი გუნებ-განწყობა ხშირად იმის წინასწარი განცდაა, რომ მალე, ჯერ კიდევ დაუდგენელი, ავისმომასწავებელი რამ მოხდება. როდესაც ასეთი ბოდვა აღმოცენდება, ის თითქოს პაციენტს მის წინათგრძნობას უსაბუთებს. გერმანულად ამ წინმსწრებ გუნებ-განწყობას Wahnstimmung ეწოდება. ეს ტერმინი ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც ბოდვითი გუნებ-განწყობა, თუმცა, რეალურად, ეს არის გუნებ-განწყობა, საიდანაც ბოდვა აღმოცენდება.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები