ბმული სივრცე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბმული სივრცე – ტოპოლოგიური სივრცე, რომლის ნებისმიერი დაშლისას ორ არათანამკვეთ სიმრავლედ თითოეული შეიცავს მეორის ზღვრულ წერტილებს.

წრფეზე ბმული სიმრავლის მაგალითია ინტერვალები. სიბრტყეზე და სივრცეში ბმული სივრცის მაგალითებია წრეწირი, სფერო, ყველა ამოზნექილი ფიგურა და ა.შ. ევკლიდურ სივრცეში ღია სიმრავლე ბმულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ყოველი ორი წერტილი შეიძლება შევაერთოთ ტეხილით, რომელიც მთლიანად ამ სიმრავლეშია.

ბმული სივრცის ცნება და ტერმინი თანამედროვე აზრით შემოიღო რიმანმა (1851, 1857). სიტყვა ბმული ადრეც გამოიყენებოდა მათემატიკაში სხვადასხვა ცნებით. მაგალითად, ეილერი ბმულს უწოდებდა უწყვეტ წირებს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები