ბიჩენ ყაჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიჩენ ყაჩ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Бичен къач) – სამეურნეო ინიციაციასთან დაკავშირებული ჯვრისებური თოჯინა (კეთდებოდა ბალახებისაგან). თიბვის დაწყების წინ თოჯინას წყაროსთან დააყებდნენ და ზედ აირანს დაასხამდნენ. უფროსი მთიბავი ახალგაზრდებს დალოცავდა, რათა მათ პირველი გამოცდა სათიბში ღირსეულად ჩაებარებინათ.
ლიტერატურა
Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.