ბიტუმსაცავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიტუმსაცავიბიტუმისა და ბიტუმისებრი მასალების შესანახი და გასაცხელებელი (80-100ºС-მდე) ბეტონის რეზერვუარი ტევადობით 100-3000 ტ, ძირითადად მიწისქვეშა განლაგებით. არსებობს დროებითი და სტაციონარული ბიტუმსაცავი, შესაბამისად, 0,3-1,0 მ და 3 მ სიღრმით. ბიტუმსაცავი უშუალოდ საცავის გარდა ითვალისწინებს დამატებითი მოწყობილობების არსებობას (გამაცხელებელი, ბიტუმის გადასაქაჩი, ტუმბო და სხვ.). საცავიდან ობიექტამდე ცხელი ბიტუმი მიეწოდება ბიტუმზიდის მეშვეობით მაქსიმუმ 25-30 კმ მანძილზე. სახანძო უსაფრთხოების თვალსაზრისით აუცილებელია ბიტუმის საცხელებელი დანადგარი მოცილებული იყოს ბიტუმსაცავიდან გარკვეულ მანძილზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები