ბილაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბილაჲ — საბავშვო თამაშობა ჯოხებით − რიკტაფელა, ჩილიკაობა, ათამაშებდნენ პატარა ბავშვს. ჩილიკის სათამაშო მოკლე ჯოხი იყო, რომელსაც გრძელ ჯოხს გაჰკრავდნენ, ე.ი. მოკლე ჯოხებით − ბილათი (რიკით) და გრძელით − ბილა გარგანით (ტაფელით) თამაშობდნენ.

მოთამაშეთა ჯგუფი ორ ნაწილად გაიყოფოდა და წილს ჰყრიდა. წილნაყარი ჯგუფი ბილაჲს თამაშს იწყებდა. ერთი ჯოხს ხელში დაიჭერდა, ბილას მუჭზე დაიდებდა და ჯოხს გაჰკრავდა. მოწინააღმდეგე დაჭერილ ბილას „ცეცხლისაკენ” ხელით იქნევდა იმ ვარაუდით, რომ ბილაჲ ცეცხლისათვის უფრო დაეახლოვებინა, ვიდრე ჯოხის სიგრძე იყო. თუ ბილაჲს კარგად ვერ გაიქნევდა, მაშინ მოთამაშე წყობიდან გამოდიოდა, თუ არა და ხუთ ქულას აგროვებდა. დათქმული რაოდენობის, მაგალითად, ხუთასი, ათასი ქულის შეგროვებას რომელი ჯგუფიც მოასწრებდა, იგი გამარჯვებული გამოდიოდა. გამარჯვებული ჯგუფის უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ მისი ერთი წევრი ცეცხლიდან ბილას სამჯერ გაჰკრავდა. ორჯერ გამოკვრის შემდეგ ცეცხლამდე რა მანძილიც დარჩებოდა, იმ მანძილზე წაგებულს მოგებული ზურგზე მოკიდებული უნდა მიეყვანა. ამის შემდეგ თამაში თავიდან იწყებოდა.


ლიტერატურა

ნოღაიდელი, 2015; ნიჟარაძე, 1971:108.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები