ბეშიქ ნექჲახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეშიქ ნექჲახ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Бешик некях) – ჩვილთა აკვანში დაწინდვის ბალყარულ-ყარაჩული წეს-ჩვეულება, რომელიც მხარეებს შორის უკვე არსებული მეგობრული ურთიერთობის ნათესაური კავშირით გამყარებას ითვალისწინებდა. ბავშვთა მამები ცვლიდნენ ქუდებს, დედები კი – სარტყლებს. უმასპინძლდებოდნენ მოწვეულ ნათესავ-მეზობლებს. ზეიმის სიხარული ე. წ. „ორაყლას“ ცეკვით გამოიხატებოდა.
ლიტერატურა
Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.