ბეტონის შედგენილობის დაპროექტება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის შედგენილობის დაპროექტება – ბეტონის შემადგენელი კომპონენტების შერჩევა. ის შეიცავს:

  1. ბეტონის მიმართ იმ მოთხოვნის გათვალისწინებას, რომელიც განპირობებულია მისი სახეობის, ექსპლუატაციის თვისებისა და კონსტრუქციის დამზადების ტექნოლოგიით;
  2. ბეტონის კომპონენტების შერჩევას მათთვის დამახასიათებელი აუცილებელი თვისების მონაცემების გათვალისწინებით; 3. ბეტონის წინასწარი შედგენილობის განსაზღვრას;
  3. შედგენილობის სასინჯ ნარევზე შემოწმებას;
  4. დაბეტონებაზე კონტროლს;
  5. წარმოების პროცესში შედგენილობის კორექტირებას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს წარმოების პროცესში შემვსების თვისების ცვლილებით ან სხვა ფაქტორებით.

ბეტონის შედგენილობის დაპროექტება ახდენენ იმ დამოკიდებულების საფუძველზე, რომელიც არსებობს ბეტონის სიმტკიცესა და ცემენტის მარკას შორის; წყალცემენტის ფაქტორის, გამოყენებული მასალის ხარისხისა და ბეტონის ნარევის წყლის ხარჯის მიხედვით. ბეტონის მასალების თვისების ყველა მაჩვენებელი მიიღება მათი გარკვეული მეთოდიკით გამოცდის შედეგად. ცემენტის მინიმალური ხარჯი მიიღწევა წვრილი და მსხვილი შემვსების სწორი შერჩევით. მათი რაოდენობის განსაზღვრისათვის გამოიყენება ოპტიმალური თანაფარდობა ქვიშასა და ღორღს შორის. თანამედროვე მეთოდით გაანგარიშების დროს ჩვეულებრივ იყენებენ ღორღის (ხრეშის) მარცვლების დუღაბით გაწევის კოეფიციენტს, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენად აღემატება დუღაბის რაოდენობა სიცარიელეს ღორღში (ხრეშში). კოეფიციენტის შემოტანამ გაამარტივა შედგენილობის გაანგარიშება, გახადა იგი უფრო საიმედო, რადგან კოეფიციენტის ოპტიმალური მნიშვნელობა ირჩევა ბეტონის სტრუქტურის წარმოქმნის ფიზიკური არსიდან.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები