ბერნული იოჰან III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერნული იოჰან III (1744 – 1807), შვეიცარიელი მათემატიკოსი, იოჰან II-ის უფროსი ვაჟი.

13 წლისა – ფილოსოფიის დოქტორია; 19 წლისა – დაინიშნა ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომად. მისი გამოკვლევების ძირითადი თემაა ალბათობათა თეორია და პერიოდული წილადების თეორია.

განაგებდა ბერნულების ოჯახების მათემატიკურ მემკვიდრეობას. მისი მეცნიერული კორესპონდენცია შეადგენდა დაახლოებით 2800 წერილს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები