ბერიევი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერიევი დიმიტრი, დიმიტრი იოსების ძე ბერიაშვილი. − XIX საუკუნის 50-60-იანი წლების პოეტი; ქიზიყელი ყოფილა და სწავლობდა ბოდბის მონასტრის სკოლაში; 1861-1865 წლებში იყო თბილისის ქალაქის მმართველობის მესამე ნაწილის კომისარი, 1965 წლის თბილისის ამქართა აჯანყების შემდეგ კი ამ დაწესებულების რეორგანიზაცია ჩატარდა და დ. ბერიშვილი აღარ ჩანს სამსახურში.

მისი ლექსები იბეჭდებოდა „ცისკარსა” (1858 წლიდან) და „მნათობში” (1869-72 წწ). ლექსები ეძღვნებოდა რუსეთის ადმინისტრაციის დიდ მოხელეებსა („გენერალ ფელდმარშალსა თავადსა ა. ი. ბარიატინსკის”, „დიდი მთავრინას ოლღა ფეოდოროვნას ასულზედ”) და საიმპერატორო სახლის ამბებს და სხვა.


* * *
კარგათ განსაჯე, კარგათ იგრძენი,
იყო ჭკვიანი, გინდ იყო ბრძენი,
მაინც არ მოსწონთ არა რა შენი,
მაშ, კმარა შრომა შენგან ამდენი,
შენ რამდენიცა ჰსთქვა ანუ ჰსწერო,
მაინც შენს ბედსა ვეღარ დამღერო;
დაწყნარდი, გულო, ნუ გსურს ნურა რა,
რაც ივაგლახე, მერწმუნე, კმარა.
რაც იყოს შენზედ ღვთიური ნება,
იმგვარად მიეც გულს განსვენება;
მოხველ შიშველი, წახვალ შიშველი, −
და ამის მეტსა მითომ რას ელი?!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები