ბერანბაცუკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბერანბაცუკ-ი (სომხ. Բերանբացուկ – „პირის გახსნა“) – საქორწილო ციკლის სომხური წეს-ჩვეულება, რომლის შესრულების გარეშე სიძე პატარძლის ოჯახში გამართულ ნადიმზე პურს არ გატეხდა. საამისოდ დედოფლის მშობლები ვალდებულნი იყვნენ ნეფისთვის საჩუქარი (წინდები, ქუდი და სხვ.) მიერთმიათ.
ლიტერატურა
Тер-Саркисянц А. Е. Брак и свадебный цикл у армян (вторая половина XIX – начало XX в.) // Кавказский этнографический сборник. IX. М., 1989.