ბეჟან აბესაძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეჟან აბესაძე – დაიბადა 1957 წლის 13 მარტს ტყიბულში.
განათლება – თბილისის პუშკინის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (1985). სამხედრო სამსახური (1976-78).
სამუშაო გამოცდილება
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქი, ილია მართლის საზოგადოება, უზენაესი საბჭოს მუდმივმოქმედი სამდივნოს და მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).