ბენტონიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენტონიტი − (ინგლ. Bentonite < აშშ-ის ფორტ ბენტონის სახელის მიხედვით), ამერიკაში გავრცელებული სახელწოდება ისეთი თიხებისა, რომლებიც წარმოიქმნენ ვულკანური მინის ფერფლის დალექვის თანადროული გამოფიტვის გზით. უფრო ხშირად უწოდებენ მონტმო-რილონიტის ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებულია მინერალები: ბეიდელიტი, ნონტროლიტი, საპონიტი და სხვ.
ქიმიური ფორმულა – Al2[Si4O10](ОH)2•nH2О;
სიმკვრივე – 760-879 კგ/მ3.
წყლის ზემოქმედებით ჯირჯვდება და წარმოქმნის მკვრივ გელს, რომელიც ხელს უშლის ტენის გატარებას. ბენტონოტის გამოყენების სფეროებია: სამშენებლო მრეწველობა, წყლის არხებისა და კაშხლების ეკრანირება, საბურღი ხსნარები, სამსხმელო წარმოება მეტალურგიაში, ნავთობპროდუქტებისა და რკინის მადნების გადამუშავება, კერამიკა, კოსმეტოლოგია, ფარმაკოლოგია, აკვარიუმებისა და ტერარიუმების დეკორირება, ღვინის წარმოება, კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები